ჩუბინიძე,

ხელოვნების დარგი:

ფრესკული მხატვრობა

ნამუშევარი:

ზემო კრიხის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის XI ს. მოხატულობის განახლება

პერიოდი:

XIII ს–ის ბოლო XIV ს–ის დასწყისი

კუთხე:

რაჭა-ლეჩხუმი

წარწერა:

(მო) იხატა: წი~:ესე ეკლე სიაი: დეკანოზობას: გი~კორცანაი(სძის)ასა ასისთვობასა: ი~:ნე: ლომაისძისასა; და ~:ი~:ნე დევისძისი(სა;) შე~:ნ~:წ~:~ნო მთავარ ანგელოზ(ნო) ამისა : მ(ო)ხა(ტ) (ვ) ისა: ჩ(ძე)

XIII ს–ის ბოლოსა და XIV ს–ის დასწყისიში ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესიის XI ს–ის ფრესკული მოხატულობის დაზიანებული ნაწილები აღადგინა მხატვარმა, რომლის სახელი ჩუბინიძე მოხსენიებულია ჩრდ. კედელზე საერო პირთა ფერწერულ გამოსახულებებთან რესტავრირებულ ფონზე შესრულებულ მრავალსტრიქონიან ნუსხურ წარწერაში. განახლება ძირითადად ჩრდ. კედლის ფრესკებს შეეხო (მაგ. ჯვარცმის კომპოზიციაში განახლებულია ფონი, ჯვრის ზედა მკლავი, იოანეს ფიგურის ქვედა ნაწილი; განახლებულია წინასწარმეტყველის გამოსახულება აღმოსავლეთის კედლის ჩრდ. ნაწილში; თავიდანაა დაწერილი მთავარანგელოზ მიქაელის ფიგურა საკურთხევლის „ბემაში“). განახლებული ნაწილები მხატვრის ოსტატობასა და განსწავლულებას მოწმობს. ეს ამ მხატვრის ჩვენთვის ცნობილი ერთად-ერთი ნამუშევარია. მხატვრის სახელი მის ადგილობრივ წარმოშობოზე მიგვითითებს.  

 

ბიბლიოგრაფია: Т. Вирсаладзе, Избраные труды, თბ. 2007, გ. 35-37