გაბრიელი
ხელოვნების დარგი:
ნამუშევარი:
პერიოდი:
კუთხე:
წარწერა:
გაბრიელი Xს.-ის ოქრომქანდაკებელია, რომელსაც ეკუთვნის ს. ჩიხარეშის (ქვემო სვანეთი) ეკლესიისთვის შეწირული ღვთისმშობლის კარედი ხატი. ხატი დღეისთვის დაკარგულია და ჩვენთვის მხოლოდ საარქივო ფოტოთი არის ცნობილი. წარწერა, სადაც სავარაუდოდ, ხატის ოსტატი, გაბრიელი არის მოხსენიებული, ღვთისმშობლის ფეხსადგამზეა განთავსებული. ეს ხატი კოლექტიური პატრონაჟის საგულისხმო მაგალითია, რომელიც, როგორც ხატის წარწერიდან ირკვევა, ხევისა და ხევის აზნაურთა მიერ ყოფილა შეწირული. გაბრიელი გარკვეული განსწავლულობის ადგილობრივი ოსტატი უნდა ყოფილიყო.
ბიბლიოგრაფია:ექ. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი 1937, 121; Г. Чубинашвили, Грузинское чеканное искусство, Тб. 1959, 411-412; ვ. ბერიძე, ძველი ქართველი ოსტატები, თბ. 57-58