ასათ (”მოქმედი”)

ხელოვნების დარგი:

ოქრომქანდაკებლობა

ნამუშევარი:

დავით კურაპალატის საწინამძღვრო ჯვარი.

პერიოდი:

Xს. II ნახევარი

კუთხე:

ტაო-კლარჯეთი

წარწერა:

”ასათ მოქმედი”

X საუკუნის სამხრეთ საქართველოში (ტაოში) მოღვაწე ოქრომქანდაკებლის ასათ მოქმედის მხოლოდ ერთი ნამუშევარი, საწინამძღვრო ჯვარია ცნობილი. ჯვრის წარწერაში მოხსენიებულია ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომაგდენელი დავით მესამე კურაპალატი. ჯვრის ზურგზე წარწერამ შემოგვინახა ოსტატის სახელი: ”ასათ მოქმედი”. წარწერაში დავითი ცოცხლად არის მოხსენიებული (გარდ. 1001წ) და ამდენად, ასათის მოღვაწეობა მეათე საუკუნის მეორე ნახევარს უნდა დავუკავშიროთ. ასათი, სავარაუდოდ, სამხ. საქართველოს, კერძოდ კი ტაოს, ერთ–ერთ დაწინაურებულ მხატვრულ ცენტრს უნდა დავუკავშიროთ. დავით კურაპალატის ჯვრის შესრულება, ისევე როგორც „ტიტული“ მოქმედი იმ დროისათვის ასათის აღიარებასა და გამორჩეულ სტატუსზე მიგვითითებს. ჯვარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არის დაცული.

 

ბიბლიოგრაფია: Г.Чубинашвили, Грузинское чеканное  искусство, Тб. 1959,  გ. 162–169, ფ. 85; ვ. ბერიძე, ’’ძველი ქართველი ოსტატები” თბ. 1967, გ. 31–32