გაბრიელ საფარელი

ხელოვნების დარგი:

ოქრომქანდაკებლობა

ნამუშევარი:

ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი.

პერიოდი:

X საუკუნის ბოლო და XI საუკუნის დასაწყისი.

კუთხე:

სამცხე - ჯავახეთი

წარწერა:

”შეიქმნა ჴელითა გაბრიელ საფარელისაჲთა”.

X-ს–ის ბოლოსა და XI ს–ის დასაწყისის ოქრომქანდაკებელი, რომლის მხოლოდ ერთი ნახელავი ე.წ. ბრეთის საწინამძღვრო ჯვარია ცნობილი (მოგვიანებით ჯვარი ბრეთის ეკლესიის კუთვნილებაში გადასულა). ოსტატის სახელი ჯვრის ტარის წარწერამ შემოგვინახა. წარწერის მიხედვით გაბრიელი, სავარაუდოდ, საფარის მონასტერთან არსებული საოქრომჭედლო სახელოსნოში მოღვაწეობდა (შესაძლოა იგი ადგილობრივი მკვიდრი ან ამ მონასტრის ბერი ყოფილიყო). ჯვრის დეკორის მხატვრულ-კომპოზიციური და პლასტიკური თავისებურებები გაბრიელის ოსტატობაზე მეტყველებს. ამასთანავე, სამეფო დაკვეთის შესრულება (წარწერაში მოხსენიებულია ბაგრატ აფხაზთა მეფე, ძე მეფეთა მეფე გურგენისა) მოწმობს, რომ ჯვრის შექმნის ხანს (994–1001 წლებს შორის) გაბრიელი აღიარებული ოსტატი იყო.  

 

 

ბიბლიოგრაფია: Г. Чубинашвили, Грузинское чеканное  искусство, Тб.  1959,  გ. 70-73, ფ. 101-105; ვ. ბერიძე , ძველი ქართველი ოსტატები, თბ. 1967, გ. 62-64