თავდიდისძე

ხელოვნების დარგი:

ოქრომქანდაკებლობა

ნამუშევარი:

გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი

პერიოდი:

XII-XIII სს

კუთხე:

სვანეთი

წარწერა:

„წმიდაო გაბრიელ...მოიჭედა ... ხელითა ოქრომჭედლისა თადიდისძისათა“

სეტის (მესტია) წმ. გიორგის ეკლესიიდან წარმომდგარი გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი, რომლის ქვედა აშიაზე განთავსებული შემწირველთა წარწერაში ოქრომჭედლის სახელიც არის მოხსენიებული,  ექ. თაყაიშვილის წაკითხვით ოქრომჭედელ თავდიდისძის ნახელავს წარმოადგენს. ხატის შემქმნელზე რაიმე ცნობები ჩვენთვის უცნობია. ხატი დღეს მესტიაში, სვანეთის მუზეუმში ინახება.

 

ბიბლიოგრაფია:  ექ. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი 1937, 268; გ. ჩუბინაშილი, ქართული ოქრომჭედლობა VIII-XVIII სს., თბ. 1957, 22, კატ.68