ფილიპე

ხელოვნების დარგი:

ოქრომქანდაკებლობა

ნამუშევარი:

სვიმეონ მესვეტის ხატი

პერიოდი:

XIს-ის 30-იანი წწ

კუთხე:

რაჭა-ლეჩხუმი

წარწერა:

ქრისტე შეიწყალე ფილიპე ოქრომჭედელი

ფილიპემ ცაგერის ეპისკოპოსის ანტონი ცაგერელის დაკვეთით სვიმეონ მესვეტის ხატი შეასრულა. მისი სახელი მესვეტის სვეტის ბაზაზე განლაგებულმა წარწერამ შემოგვინახა. როგორც ანტონის წარწერიდან ირკვევა მას ხატი იშხნის ტაძრისთვის შეუწირავს. გამოთქმულია მოსაზრება ხატის ავტორის ლეჩხუმურ წარმომავლობაზე, თუმცა შესაძლოა  იგი ტაოსთან, კერძოდ, იშხნის მონასტრის სახელოსნოსთან დავაკავშიროთ. ფილიპე, როგორც მის მიერ შექმნილი ჭედური ხატის პლასტიკურ-ტექნიკურ და ესთეტიკური ღირსებები მოწმობს, მაღალი მხატვრული კულტურის შემოქმედი იყო, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ოქრომქანდაკებლად უნდა მივიჩნიოთ. სტილური ანალიზის საფუძველზე გ. ჩუბინაშვილის მოსაზრებით ფილიპეს უნდა ეკუთვნოდეს ასევე თეკალის (ქვემო სვანეთი) ეკლესიის ღვთისმშობლისა და ყრმის (ოდიგიტრიის ტიპის) ხატი, რომლის უმნიშვნელო ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. წმ. სვიმეონის ხატი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურშია დაცული.

 

ბიბლიოგრაფია: ექ. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი 1937, 284-286; Г. Чубинашвили, Грузинское чеканное  искусство, Тб.  1959, 302-307; ვ. ბერიძე, ძველი ქართველი ოსტატები, თბ. 1967, 215-217