მანუელ ევგენიკოსი

ხელოვნების დარგი:

ფრესკული მხატვრობა

ნამუშევარი:

წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესია

პერიოდი:

XIV

კუთხე:

სამეგრელო

წარწერა:

„ქ. წარვეგზავნეთ მაცხოვრისა შეწევნითა კონსტანტიპოვლეს და მოვიყვანეთ ესე კირ მანოელ ჩვენ ონ მა[ხარობელი] ქვაბალია და ანდრონიკე გაბისულავა და ვევედრებით მაცხოვარსა რათა გვიხსნას ჩვენცა დიდსა დღესა მას განკითხვისასა; ამინ..“

XIV ს–ის ბოლო მეოთხედში მოღვაწე კონსტანტინეპოლელი მხატვარია, რომლის  ერთად–ერთი ცნობილი ქმნილებაა 1384-1396წწ. შესრულებული წალენჯიხის მაცხოვრის ტაძრის მოხატულობა. მის შესახებ ცნობები ტაძრის გუმბათქვეშა ბურჯებზე განთავსებულ 3 (ერთ ბერძნულ და ორ ქართულ) ფრესკულ წარწერაშია დაცული. წარწერებიდან ცხადდება, რომ ვამეყ დადიანის ბრძანებით კონსტანტინოპოლიდან მახარებელ ქვაბალიას და ანდრონიკე გაბისულავას ჩამოუყვანიათ ბერძენი მხატვარი. მანუელ ევგენიკოსის შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა წალენჯიხის მოხატულობის მხატვრული სრულყოფილება და ოდიშის მმართველის მიერ მისი საგანგებოდ მოწვევა იმხანად ამ მხატვრის პოპულარობისა და მნიშვნელობის დასტურია.  

 

ბიბლიოგრაფია: შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ. 1971, И. Лорткипанидзе, Роспись Цаленджиха, Тб. 1992;